
ხვამლობის დღესასწაულზე, აღდგომიდან მერვე კვირის შაბათს იმართება. ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეება მთაზე ადის და შესაწირი ააქვს, ტაძარში აღევლინება ლოცვა. ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა.
,,წმინდა გიორგის ხომლისა ტაძარს,, სწირავდნენ ჯვარ-ხატებს, გლეხებს, გადასახადებს, ადგილ-მამულებს. რამდენი რამ თქმულა ,,ხვამლის ძალაზე,,: თუ ხვამლი გწყალობს,ნიავი არ მოგაკლდებაო.”
ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივი საქართველოში, ლეჩხუმში, მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სიმაღლე 2002 მ. ორმაგი კუესტაა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.









