დამამცირებელი და არადამინური მოპყრობის სავარაუდო ფაქტი ლაგოდეხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა.
სკოლის მეექვსე კლასის სამ მოსწავლეს შორის, მეგობარი გოგონას გამო კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთ მოსწავლეს მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს.
ფაქტის შესახებ მოგვიანებით ცნობილი გახდა მოსწავლის ბებიისათვის, რომელმაც შვილიშვილის კლასელებს ჩადენილზე ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ბოდიშის მოხდა ასახულია ვიდეოზეც, სადაც აშკარად ჩანს, რომ ბებია ბავშვებს აყენებს შეურაცხყოფას.
მომხდარის შეტყობის შემდეგ, საჯარო სკოლის მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა, შსს ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს მიმართა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობას გულისხმობს
![[ვიდეო]: „დაჩაგრულის“ ბებიამ კონფლიქტში მონაწილე ბავშვები დააჩოქა- არადამინური მოპყრობის სავარაუდო ფაქტი](https://megatv.ge/wp-content/uploads/2021/03/Screenshot_8-1140x570.png)









