საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ამჟამად, ადგილზე რჩება 50 მეხანძრე-მაშველი და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი.
ცნობისთვის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე დღის წინაც გაჩნდა, მისი ჩაქრობა კი მეორე დღეს გახდა შესაძლებელი, გუშინ კი ცეცხლის კერები ისევ გავრცელდა.









