LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

“რა დიდი ცირკი ყოფილა საქართველოში სამართლის პოვნა” – ეკა კუპატაძე

დაპოსტა 2026/05/08-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება
გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მოწმემ, ნია იმნაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, რადგან სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს.
“🔴მე არ ვმათხოვრობ სამართალს!
მე მოვითხოვ სამართალს!!!
ც ი ხ ე შ ი:
ნია იმნაძე!
გირგი მალანია!
დემეტრე კასრაძე!
ანასტასია ბერუაშვილი!
🟢ცოტა უზუსტობები გაიპარა გუშინდელი პროცესის ირგვლივ; როგორც ჩანს, გაბრაზებულმა კარგად ვერ გადმოვეცი ინფორმაცია. ამიტომ მოკლედ აღვწერ რაც მოხდა.
✅დარბაზში იყო ყველა, ვინც უნდა დასწრებოდა სასამართლო პროცესს, სასამართლოში შემობრძანდა მოსამართლე, სამარისებური სიჩუმე იდგა.
✅პროკურორი კი, საპირფარეშოს წინ ელოდებოდა ნია იმნაძეს, როგორც მითხრეს, აღნიშნავდა, რომ მოსამართლე დარბაზშია და პოლიციელებს სთხოვდა, პოლიციელი ქალი შეეშვათ, რათა გამოეყვანათ ნია იმნაძე, რომელიც 20 წუთზე მეტ ხანს იყო საპირფარეშოში და არ გამოდიოდა გარეთ.
✅ჩემებმა ასევე მითხრეს, დროს არ კარგავდა იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, პროკურორს ,,ევაჭრებოდა”, რომ პროცესიდან გაეყვანათ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი.
აპროტესტებდა დარბაზში ჩემს ყოფნას.
❗ლეკიშვილმა პროკურორი ვერ დაითანხმა…
✅ნია იმნაძე დარბაზში ლეკიშვილმა შემოიყვანა ხელკავით. (მე საათს რომ დავხედე 16:23 სთ იყო და მერე რამდენ წუთში შემოიყვანეს, არ ვიცი, იქ დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა).
✅დაიწყო სპექტაკლი!!!
სპექტაკლის პირველი მოქმედება იყო, თუ რომელი მხრიდან უნდა მოჯდომოდა გვერდით გიორგი ლეკიშვილი ,,ნიაკოს”.
📌რომ არ დამავიწყდეს, გაბაშვილს ახლავე ვეტყვი:
— მისი ნიაკოს ხელი მთელი პროცესის განმავლობაში ხელში ეჭირა გიორგი ლეკიშვილს და ეს ჩაჭიდებული ხელები ხან ნიაკოს ფეხზე ედოთ, ხან ლეკიშვილის ფეხზე!!!
,,ნიაკო” მეორე ხელით მარცხენა ფეხს ისრესდა და დროდადრო თმებს იწევდა, რაღაც სლუკუნის მაგვარ ხმებსაც გამოსცემდა.
✅ვაი-ვიში ჰქონდათ ნასყიდაშვილის ,,კეთილშობილ” ადვოკატებს, ,,ეს რა დღეშია არასრულწლოვანი”-ო.
✅რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდა მოწმის იდენტიფიცირება, მან დადო რელიგიური ფიცი და პროკურორს უფლება მიეცა კითხვების დასმის.
✅პირველი კითხვა გააპროტესტა იმნაძემ და თქვა თხრობით ვიტყვიო. ❗პროკურორიდან მიიღო უარი.
✅ლეკიშვილი წამოხტა, მიკროფონთან აფართხალდა და სამართალს და მორალს ერთად გვიკითხავდა ყველას, მაგრამ არც ერთის აზრზე არ იყო და ფართხალი გააძლიერა.
✅ავიშვიშდნენ ადვოკატები, ,,უფლება აქვს!”, ,,უფლება აქვსო!”-ო!
✅პროკურორმა აღნიშნა, რომ დაკითხვის ფორმას ირჩევს მხარე და დაასაბუთა კითხვების დასმის აუცილებლობა.
ლეკიშვილის მოსალოდნელი სცენარი ხმამაღლაც გაშიფრა პროკურორმა:
— ,,სავარაუდოდ ნია იმნაძე ისაუბრებს ცოტა ხნით, მერე ,,ცუდად გახდება” და გაიყვანენ დარბაზიდან”.
✅❗მოსამართლემ, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და პროკურორს დაკითხვის გაგრძელების უფლება მისცა.
✅ისევ აფართხალდა ლეკიშვილი, ,,ხედავთ??? ხელები უკანკალებს!!! ჩქარა ექიმი!!!”
✅ნასყიდაშვილის ,,კეთილშობილმა” ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ეშინოდათ არაფერი დამართნოდა არასრულწლოვანს და რომ მათი სუსტი გული ამას ვერ გაუძლებდა. უფრო დამაჯერებლად აჩოჩქოლდნენ და უდავო გახადეს იმნაძის ჩვენება. მხარი აუბა ჩიქოვანის ადვოკატებმაც.
🟢🔥🟢აქ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მოსამართლემ 1 მაისს, ხმამაღლა წაიკითხა ცნობები იმნაძის ჯანმრთელობის შესახებ, ცნობები ფიზიკურადაც გადასცა გასაცნობად ადვოკატებს. მაგრამ მაშინ არ გაუპროტესტებიათ იმნაძის მოყვანა, რადგან იცოდნენ, რომ ამის პრეცედენტი არ არსებობდა და იმედი ჰქონდათ მოსამართლე არ დააკმაყოფილებდა.
❗მოსამართლემ კოვზი ნაცარში ჩაუგდო და იმნაძე სასამართლოზე იძულების წესით დაიბარა.
✅მოკლედ, გუშინ ამ ცირკების დროს, მოსამართლემ ექიმის შემოყვანა ბრძანა და შესვენება გამოაცხადა და დარბაზიდან გავიდა.
შემოვიდა ექიმი….
✅ექიმი მოითხოვეს ჩიქოვანისთვისაც. მეგონა მასაც გული მისდიოდა, თურმე თვალში რაღაც ჩავარდნია!!!…….
✅შესვენებაზე დროს არ კარგავდნენ ნასყიდაშვილის ადვოკატები და პროკურორს ტისკავდნენ, ლამის ქალობას და დედობას უწუნებდნენ, რომ ასეთ მდგომარეობაში ,,არასრულწლოვანი” პროცესზე მოიყვანა, რომ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას არად აგდებდა.
✅—ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იკითხა ვინმემ, ბატონო სიბაშვილო? მეც მყავდა წუხელ, ღამის 3 საათზე სასწრაფო! —ვკითხე მე.
—დაწყნარდით რა, თქვენ მანდ, თუ შეიძლება — დაი-ჭყ(ჯღ)-ანა ადვოკატი სიბაშვილი.
—მე სპეტაკი, ღირსეული, უდანაშაულო შვილი მომიკლეს და ამ ცირკებს აქ არ ვუყურებ!—წამოვხტი ფეხზე!
✅ფართხალის ტემპი ააჩქარა და გააძლიერა ლეკიშვილმა, იმნაძეს ხელი დაავლო ,,შეშინებულმა”, ,,არიქა ,,არასრულწლოვანი” არ მოკლან სასამართლოს დარბაზში”-ო და გადააჯინა წინ. დაუძახა ვალეს (იმნაძის მამას) და ფსიქოლოგს მიუთითა შეშფოთებულ ,,არასრულწლოვანზე”.
✅კარგა ხნის შემდეგ განახლდა სასამართლო პროცესი, მოსამართლემ მოუსმინა მხარეებს და უდავოდ სცნეს ნია იმნაძის ყველა ჩვენება.
✅იმნაძე გაიყვანეს დარბაზიდან, მას სახეზე ღიმილი აუთამაშდა, მე ეს არ მოვითმინე და ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ მივაძახე, რომ
მე მაინც ვერ დამისხლტებოდა!
✅როგორც ჩემმა ოჯახმა მითხრა, იმნაძე დარბაზიდანაც გაღიმებული გავიდა!!!!!
✅ბევრი რომ არ გავაგრძელო,
📌🔥📌 🔥📌🔥
2026 წლის 7 მაისი, საქართველოს ისტორიაში, ჩაიწერა, მორიგ სამარცხვინო დღედ!!!!
🔥გუშინ,
გიორგი ლეკიშვილებმა,
გიორგი სიბაშვილებმა,
ლევან სეფიაშვილებმა,
გიორგი გამხიტაშვილებმა,
მერაბ ჩიქოვანებმა,
დასცინეს:
—გიგა ავალიანს!
—საზოგადოება!
—სახელმწიფოს!
—მე არ ვაპატიებ გიგა ავალიანის დაცინვას!
—არც ხალხი აპატიებს, საზოგადოების დაცინვას!
—იმედი მაქვს, არც პროკურატურა აპატიებს, სახელმწიფოს დაცინვას!!!
🔥სიტყვა ,,არასრულწლოვანი” ჩემგან ვერ დაიცავს მკვლელებს!
მე არ მაინტერესებს რამდენი სანთელი ჩააქრეს მათ დაბადების დღეზე!
🔥ამ არასრულწლოვნების ბანდამ ერთად დაგეგმა, მოამზადა, ჩაიდინა და შეფუთა დანაშაული, ამიტომ გუშინ ნია იმნაძე, პირიქით საფრთხე იყო მათთვის.
🔥ყვეეეელა ბრალდებულს დუმილის უფლება ჰქონდა გამოყენებული, ერთადერთი იყო ნია იმნაძე, ვისაც იძულების წესით მიაცემინებდნენ ჩვენებას, შესაძლოა ისეთი რამეც წამოსცდენოდა, რაც ჩვენც არ ვიცოდით; მერე, ადვოკატები, ეს უსახური მამრები, ვეღარაფერს გახდებოდნენ და ასე ჩოჩქოლით იმიტომ გაარბენინეს იმნაძე სასამართლო დარბაზიდან.
🔥ეს ბანდა არის გიგა ავალიანის მკვლელი, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ბანდის ყველა წევრი!!!
📌🔥ისეეეე, რა დიდი ცირკი ყოფილა საქართველოში სამართლის პოვნა!
🔴მე არ ვმათხოვრობ სამართალს!
მე მოვითხოვ სამართალს!!!”, – წერს სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძე
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვანში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჩ-ის (მისამართი: ვანი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ) ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა...

დაწვრილებითDetails

” სასწრაფოს ექიმებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ”

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
” სასწრაფოს ექიმებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ”
მთავარი

"სასწრაფოს ექიმებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ "- ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი " შენი სიცოცხლის გადასარჩენად " ავრცელებს . "გამოძახებაზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 1705 ბრიგადას თბილისის ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა
მთავარი

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი 30 წლის დათო სამხარაძეა. „შენ სამოთხის ბიჭი ხარ, დედამიწა აატირე...“, - წერენ სოციალურ ქსელში. გარდაცვლილ ახალგაზრდას...

დაწვრილებითDetails

“პროკურატურის ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს” – გურამ როგავა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
“პროკურატურის ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს” – გურამ როგავა
მთავარი

ჩემი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არ არის ის პირი, ვისზეც ჩვენმა წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს გამოძიება, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი გურამ...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შსს-ს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 45 უცხოელი არალეგალი, მათ შორის –...

დაწვრილებითDetails

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს. პაპუაშვილი წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ჰერჩინსკის ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმართავს. „გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

8 მაისს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.   ბათუმში უნალექო ამინდია....

დაწვრილებითDetails

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი: მოემზადეთ მოულოდნელი პრობლემების გადასალახავად. შეიძლება გარემოებები სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ სწრაფი რეაგირება დაგჭირდებათ .   კურო: იყავით კრეატიული და დაჟინებული, რათა მიაღწიოთ სასურველს. გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს ინიციატივებს .  ...

დაწვრილებითDetails

მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
მთავარი

გილოცავთ, მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! 🥈 ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 🏋️ ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) იასპარეზა. 🇬🇪 ძალოსანმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"