ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
აქციაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” თვამჯდომარე ნიკა მელია.
საპროტესტო შეკრების მონაწილეები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მსვლელობით სუს-ის შენობისკენ გადანაცვლებას გეგმავენ.
ორგანიზატორები და მხარდამჭერები ვაჟა ფშაველას გამზრიზე 14:00 საათისთვის შეიკრიბნენ. აქცია პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელი მიმართვისას დააანონსა. მისი თქმით, სხვადასხვა ადგილზე აქციები ყოველდღიურად გაიმართება.