,,ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მეორე დღეა, ვანში ტარდება. მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროაქტიული თერმოსკრინინგი უტარდება და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები. რაც შეეხება სამეციდინო კლინიკას, სადაც ქალბატონი თავისი ინიციატივით მივიდა და რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტები გამოკვლეულია და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.”-ნათქვამია იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრელებულ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას...










