ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა:
“მოგესალმებით მეგობრებო, ბევრი ვიფიქრე პოსტის დაწერის შესახებ, მაგრამ ზარებიდან გამომდინარე სჯობს საჯარო გავხადოთ პირადი ინფო. 🙂
ვამაყობ იმით, რომ 30 წლის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი დავაფუძნეთ, შევქმენით და თანამედროვე რელსებზე დავაყენეთ. 30 წლის შემდეგ ქუთაისლებს გვაქვს შესაძლებლობა ვიმგზავროთ მუნიციპალური ტრანსპორტით სუფთად, უსაფრთხოთ და დროში გაწერილი გრაფიკით. გაჩერებაზე დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებით ფაქტიურ სურათსაც დაინახავს მომხმარებელი თუ როგორ გადაადგილდება ტრანსპორტი.
ვფიქრობ არსებული შედეგია ქალაქის წინსვლის და განვითარების…
მადლობა მინდა ყველას ჩვენს მეგობარს გადაუხადო გულშემატკივრობისთვის, დაფასებისთვის და გვერდით დგომისთვის!
მე ამჯერად არსებული პოზიციიდან გემშვიდობებით და წარმატება მინდა დიდ გუნდს ვუსურვო, რომელიც გააგრძელებს ქალაქის საქმის კეთებას… ✌️✌️ ქუთაისისთვის ბევრი ღამე ვათენეთ და ვამაყობ შედეგებით!!! წარმატებები ყველას!! ??✌️”_წერს გიორგი გიორგობიანი სოციალურ ქსელში