თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დატოვა.
დღეს საქალაქოში აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.მათ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ოქტომბერს შეუფარდა .