წლის 1-ელ ნახევარში ვაკანსიების რაოდენობა jobs.ge-ზე 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, 2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 42 075 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კვლევის თანახმად, 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 1.1%-ით ნაკლებია 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.









