LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – ევროკავშირი

ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – ევროკავშირი

დაპოსტა 2024/09/20-ში
A A
15
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 16 წლის შემდეგ“.

„2024 წლის 7 აგვისტოს გავიდა 16 წელი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.

ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მუდმივ სამხედრო ყოფნას, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით.

საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული თემების ადამიანთა უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადასასვლელი პუნქტების დახურვისა, რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების გზით. გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვები უნდა შეწყდეს, ადამიანის უფლებათა დარღვევები უნდა გამოიძიონ და ყველა მსხვერპლისთვის სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთვის ყველა შესაბამისი მხარდაჭერის გაწევას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელთა წინაშეც ის დგას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და გავაძლიერებთ მის მდგრადობას რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების წინაშე. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით ადგილზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად განხორციელების მისაღწევად.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა,...

დაწვრილებითDetails

სასტიკი მკვლელობა კახეთში – რას ყვებიან ადგილობრივები

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სასტიკი მკვლელობა კახეთში – რას ყვებიან ადგილობრივები
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალის ვინაობა ცნობილია. ადგილობრივი გამოცემის, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, მოკლული ელიკო ასაბაშვილია.   ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელი...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის მშობლები მერთან შეხვედრას მოითხოვენ

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის მშობლები მერთან შეხვედრას მოითხოვენ, მათი სურვილი სკოლის დახურვის შემდეგ ბავშვები თერნალში არსებული პროფესიული კოლეჯის შენობაში გადაიყვანონ. პოსტს სოციალირ ქსელში ეკა მახარაშვილი აქვეყნებს: ,,წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის...

დაწვრილებითDetails

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"