გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, ქალაქ ქუთაისში ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
პარალელურად, აქტიურად გრძელდება მუშაობა იმერეთის რეგიონში ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის საკითხზე. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ობიექტის მშენებლობის დასრულებისა და მისი ოპერირების დაწყებისთანავე, ქუთაისის ნიკეას ნაგავსაყრელი, კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით, დაიხურება.
ცნობისთვის, ნიკეას დასახლების მცხოვრები ადამიანები რამდენიმე თვია გაუსაძლის სუნზე საუბრობენ.
გაუსაძლის სუნს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, “მეგა ტვ”-თან ინტერვიუში, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპით ხსნიდა. მათი თქმით ნაგავსაყრელის რეაბილიტაციას 4 თვე სჭირდება.










