ეხლა იმაზე მეტად იმაზე ადრე და იმაზე დიდი ხნით ვყარვართ ვიდრე ადრე – ასე ეხმაურება მოქალაქე სოციალურ ქსელში ნიკეას ნაგავსაყრელის პრობლემას.
,,მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ის რაც ჩვენს უბანში ხდება ნაგვის კუთხით კატასტროფაა,მაგრამ მოსახლეობას როგორ მასხრად გვიგდებენ თითქოს მოაყრიდნენ ზემოდან საფარს და სუნი აღარ იქნებოდა,ელოდეთ ვისაც მაგის გჯერათ,ეხლა იმაზე მეტად იმაზე ადრე და იმაზე დიდი ხნით ვყარვართ ვიდრე ადრე,ჯერ სად ვართ, არ ამოვიღოთ ხმა,უარესის ღირსები ვართ.ყველაფერზე შეიძლევა დახუჭო თვალი,დაყრუვდე,დამუნჯდე ,გარდა იმისა რაც ჯანმრთელობას ეხება,ყოველდღიურად თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმ პატარა შვილის გამო რომელსაც ვუსპობ ამ საშინელების გამო ჯანმრთელობას” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
მოქალაქეები უკვე დიდი ხანია ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას ითხოვენ. როგორც მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ მათ უკვე შერჩეული აქვთ ახალი მონაკვეთი, სადაც დაგეგმილია ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა. საუბარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზეა.









