გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, გლდანის ციხის მიმდებარედ დაფრინავს.
ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან ვერტმფრენი დაახლოებით ერთი საათის წინ გამოჩნდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ არის და ის “სადღაც გააქრეს”.
ამასთან, გაუარესებული ანალიზების გამო, დღეს კონსილიუმმა ექსპრეზიდენტისკლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს.










