,,ღამით ბათუმში სამი ვაჟკაცი მოძალადე 2 უცხოელ გოგოს აწუხებდა ჯერ არ აცადეს საჭმლის ჭამა, მერე ხელით ცდილობდნენ მანქანისკენ წაეყვანათ. ხელიც კი ეტკინა გოგონას, შევატყვე ორივე მკაცრს უარზე იყვნენ რათქმაუნდა, ისიც შევატყვე, რომ მეორე გოგოს ცრემლებიც წამოუვიდა თვალიდან.
ეს მუტრუკი მეორეს ეუბნება ამის დედაც ესენი დღეს უნდა მო@@@ო რისთვის ვართ ჩამოსულებიო გაიხსენეო / ის პასუხობს ვცდილობ შეჩემა ჩავტენო მანქანაშიო ((
ამის თქმა და იქვე მდგომ თანამშრომელს დაუძახე და ერთად მივედით მათთან. მშვიდობა გაქვთთქო ვუთხარი! მე ცოტა ბოხი ხმით და ჩემმა მეგობარმა კისერი გადაატრიალა, უკან კიდევ რამდენიმე ათეული კოლეგა იყო რომლებიც ელოდებოდა ამათ საქციელს რას იზამდნენ ერთი გადაგვავლეს თვალი და სამივე მანქანაში ჩახტა გაიქცენ ეგრევე.
იქედან, გოგონები რომ მორჩენ ერთი მეოროს ჩახუტებას ალბათ იფიქრეს გადავჩით ამ სამი მხეცისგანო მოტრიალდენ და გვეკითხებიან პოლიციაში, როგორ დავრეკოთო, თურმე ერთ-ერთ გოგონას მანქანის ნომრისთვის გადაუღია ფოტო.
არც დავფიქრებულვარ და აუკრიფე ტელეფონზე 112 იმედია საკადრისად დაისჯებიან ისინი ჩვენ კი დავიშალეთ მალევე და დავემშვიდობეთ გოგონებს ?”- წერს ფბ-ზე ახალგაზრდა მამაკაცი.