„ ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. ეს მათი ხელწერაა,”-ასე ეხმაურება ქუთაისის მერი ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მერიის შენობაში შეჭრის მცდელობას. მისივე განცხადებით ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში და დაიცავს მოქალაქეების სიმშვიდეს.
,,ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და ასე აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება.“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერიის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის „ აქტივისტები ცდილობდნენ შეჭრას. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „კომენდანტის საათს“ , ამასთანავე, ქუთაისის მერს რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.