ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – ადგილობრივი პოლიცია ამბობს, რომ გაშიფრულია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემა. 25 ქართველი კი სწორედ ამ სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.
სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ქართლი დანაშაულებრივი ჯგუფი. აღკვეთილია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემა. ამ სქემას სათავეში კანონიერი ქურდები ედგნენ. ტრანსნაციონალური ორგანიზაციის წევრები სახლებში ძალის გამოყენებით შედიოდნენ. შენობებში პლასტმასის მარკერებსა და ძაფებს ტოვებდნენ. როცა დარწმუნდებოდნენ, რომ იქ არავინ მიდოდა, იწყებდნენ ძარცვას, ძირითადად შაბათ-კვირას ან საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში, როდესაც ბინები ცარიელი იყო. იპარავდნენ ძვირფას ნივთებს, საათებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს”- ამბობს მადრიდის პოლიცია.
ირკვევა რომ ჩხრეკა 7 მისამართზე მდებარე 14 სახლში ჩატარდა, საიდანაც ნაძარცვი ძვირადღირებული სამკაულები და ქვები ამოიღეს.
პოლიციამ მიაგნო მობილურ ტელეფონებს, ელექტრონული პლანშეტებს, ლეპტოპებს, ძვირადღირებულს ტანსაცმელსა და მუსიკალური ინსტრუმენტებს.
ირკვევა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ორი – ხუთ ადამიანაისგან შედგებოდა, რომელიც ერთ პასუხისმგებელ პირთან იყვნან კავშირში.