18 წლის პოპულარული მუსიკოსი, ბილი აილიში ამერიკული Vogue-ის მარტის ნომრის ყდაზე მოხვდა. ამის შემდეგ გამოცემამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არტისტთან ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. კითხვას, გაქვს თუ არა სურვილი, პოპულარობამდე ცხოვრებას დაუბრუნდე, ბილიმ უპასუხა:
“არა, ეს ნამდვილად არ მინდა. ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე, რადგან ჩემს მეგობართან ერთად სავახშმოდ მინდოდა წასვლა მშვიდად, რაც ჩემს შემთხვევაში წარმოუდგენელია. ამიტომ, შენიღბვა გადავწყვიტე – ბაფთიანი პარიკი მოვირგე, ჰუდი, ჯინსი ჩავიცვი და ასე გავედი გარეთ. საშინლად არ მომეწონა. ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო. მეგონა, რომ იმ მომენტში ხალხი ჩემ მიმართ არ იყო კეთილგანწყობილი. ასე რომ, ზუსტად ის მინდა, ვიყო, ვინც ახლა ვარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო, რომელიც მაქვს. ადრე სიცოცხლე მძულდა. ახლა კი ასე აღარაა. საოცარი ცხოვრება მაქვს. იმედია, ამ ნათქვამს ცუდად არ გამიგებენ, უბრალოდ, მადლიერებას გამოვხატავ”, – აღნიშნა არტისტმა.
Popmusic.ge