LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ტყიბულის სოფელს ცუცხვათში 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინეს

ტყიბულის სოფელს ცუცხვათში 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინეს

დაპოსტა 2025/11/14-ში
A A
57
ნახვა
გაზიარება

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი ნიკოლოზ წიქარიძე უნიკალური აღმოჩენის შეახებ გვიყვება, რომელიც ტყიბულის პატარა სოფელს – ცუცხვათს უკავშირდება. ახლახან, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ამ ადგილას, ნეანდერტალელის 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინა. ნეანდერტალელთა მიერ ამ არეალის ათვისების დრო კი, სპეციალისტების შეფასებით, 90 ათასი წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება.

“90 ათასი წლის წინ ნეანდერტალელები უკვე ბინადრობდნენ ცუცხვათის ტერიტორიაზე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი უფრო ადრეც მოვიდნენ, უბრალოდ, ჯერჯერობით იმ ფენებზე არ გადავსულვართ – კვლევები ჯერ არ ჩაგვიტარებია… ამის ძალიან კარგი მტკიცებულებაა ცეცხლის გამოყენების ის ინტენსიური კვალი, რომელიც დასტურდება”- ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე.

ნეანდერტალელთა მიერ ცეცხლის აქტიურად გამოყენების მტკიცებულებებთან ერთად, ამავე ტერიტორიაზე ადრეული შუა საუკუნეების უნიკალური სამარხიც გათხარეს, სადაც საკინძები, თავსაბურავის ფრაგმენტები, ბეჭდები და სხვა ნივთები აღმოჩნდა. კვლევები ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულებებით მიმდინარეობდა.

არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც მეცნიერებისა და სტუდენტებისგან შედგება, ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსს, 2016 წლიდან იკვლევს.

“გარკვეულწილად რაღაც წვლილიც მიმიძღვის ამ უნიკალურ აღმოჩენაში, ნეანდერტალელის კბილის.. რთული სამუშაო არის ნამდვილად, საკმაოდ სტრესულიც, თან კონცენტრაციაც გჭირდება.. ზოგს ჰგონია, რომ არქეოლოგია ძალიან მარტივი პროფესიაა, მაგრამ რეალურად ასე არ არის – რასაც ძეგლზე გათხრი, შემდეგ ის უნდა შეისწავლო და შესწავლის პროცესი, გაცილებით უფრო რთული და ინტენსიური სამუშაოა. ძალიან კარგი გუნდი იყო, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ისეთი, რასაც აუდიტორიაში არ ასწავლიან სტუდენტებს და ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე” – გვეუბნება ნანიკო დალაქიშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.

“წელს გამოვაქვეყნეთ 2 სტატია უშუალოდ ამ პერიოდზე მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, ეს აღმოჩენა კი ჯერ კვლევის პროცესშია…” – ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე.

“დღეს ნეანდერტალელების კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის დნმ-ის დონეზეც – გაშიფრულია დნმ-ის დიდი ნაწილი – კავკასიაში ჯერ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა და ამ ნამარხებს შეუძლიათ ძალიან დიდი როლი ითამაშონ ნეანდერტალელების გაშიფვრის, მათი აგებულების კვლევის საქმეში… ასევე ვცდილობთ, რომ ექსპანსიური ხასიათის კვლევები ჩავატაროთ, რაც გულისხმობს, რომ ბევრ მღვიმეს ერთად ვიკვლევთ და შემდეგ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო ფართო სურათი დავინახოთ იმ პერიოდის – შეხვდნენ თუ არა ნეანდერტალელები და ანატომიურად თანამედროვე ადამიანი ერთმანეთს კავკასიაში და რამ გამოიწვია ამ ტერიტორიაზე ნეანდერტალელების გადაშენება. სამწუხაროდ 3 წლის განმავლობაში არ გვეძლეოდა მუშაობის საშუალება, რამაც ძეგლი, რა თქმა უნდა, დააზიანა, თუმცა, წელს, როგორც იქნა მივიღეთ ნებართვა, რაც დადებითი მოვლენაა – იმედია, მსგავსი რაღაცები აღარ განმეორდება. ჯერჯერობით ბრძოლაში ვართ, იმისთვის რომ გადავრჩეთ” – ამბობს ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ წიქარიძე.

ეს უკვე მესამე კბილია, რომელიც ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში აღმოჩნდა, – მსგავსი აღმოჩენა მანამდე ამავე არეალში 20018 წელსაც მოხდა. ცუცხვათის მღვიმეების შესწავლა  გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრებმა პირველად მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს და გათხრების შედეგად, შუა პალეოლითის ქვის იარაღსა და ძვლებს მიაკვლიეს. აქვე აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის პირველი კბილიც, რომელიც ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ამბობს, რომ ბანკში ჯგუფურად სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.   ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის...

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს -  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. Pupia tv-ის ცნობით, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში "საქართველოს 29 წლის მოქალაქემ ერთ-ერთ დამსვენებელს საპირფარეშოდან...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მთავარი

პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღეს ინიციატივის გამოჩენა განსაკუთრებით კარგად გამოგივათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, თუმცა აჩქარებას მოერიდეთ. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი დაძაბულობას განმუხტავს. ფინანსურად - დაუფიქრებელ ხარჯებს ერიდეთ.   კურო 29 აგვისტო თქვენთვის...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"