,,ერთი კარგი ამბავიც მოვასწროთ ქუთაისში 2022 წელს.
გავახაროთ ადამიანები ახალ წლამდე.
უკრაინელი მოხალისეების დახმარებით სახლში გავხსენი უფასო ტანსაცმლის( და არამარტო).. მაღაზია თბილისის ქუჩა 37ში. ყველაფერი კოკროჭინად არის დალაგებული და ელოდება ახალ პატრონს.
ტანსაცმელი შეიძლება იმ კატეგორიას სჭირდებოდეს ვისაც სოციალურ ქსელთან არ აქვს წვდომა, ამიტომ ძალიან გთხოვთ პირადად უთხრად ადამიანებს ამ ამბის შესახებ და პოსტიც გავაზიაროთ 🙂
31 დეკემბრამდე 12:00 საათიდან 17:00 საათამდე სახლი ღია იქნება ყველა მსურველისთვის.
თუ გჭირდება წაიღე, თუ აღარ – მოიტანე !
P.S თუ ვინმე უკეთეს ფოტოს გამიკეთებს პოსტს დავარედაქტირებ .
P.P.S შობის მერე კიდევ გავაგრძელოთ ეს ამბავი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
558 51 91 71
გაზიარება არ დაგავიწყდეთ”-წერს მიშიკო მუმლაძე სოციალურ ქსელში.
ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა
ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...










