,,ბოლო ოთხი წლის მანძილზე რამდენი პოლიტიკური განცხადება გახსენდებათ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული?
ალბათ ბევრი
რამდენჯერ გინახავთ მისი უსტაბაში ჯაღმაიძე პროპაგანდისტულ არხებში პოლიტიკური გამოსვლებით?
ალბათ ბევრჯერ
4 იმიტომ, რომ გელათის კატასტროფის გამოაშკარავების პერიოდს ემთხვევა.
იგივე დროს, რაიმე კრიტიკული, ან სინანულის შემცველი თუ მოგისმენიათ იგივე უწყების მხრიდან გელათის გამო?!
ან პირადად სპიკერ ჯაღმაიძესგან?!
“ენა, მამული, სარწმუნოება” – ეს სამი თუ ერთად სადმეა, გელათშია.
ენა- გელათის აკადემიაა, პირველი სისტემატიზირებული საგანმანათლებლო სივრცე.
მამული- გაერთიანებული საქართველოს და იმერეთის მეფეთა საძვალეა, დავითის ქმნილება, ქართული სახელმწიფოს მთავარი ქვაკუთხედი.
სარწმუნოება- 9 საუკუნის მონასტერი ბევრ ღირსეულ ეპისკოპოსთა ამბიონი.
გელათზე თუ დუმხარ, წესიერებაზე როგორღა გექნება პრეტენზია, რომელ ქართულ საქმეს, იდენტობასა და ღირებულებებზე საუბრობ, თან ამათ მცველად წარმოაჩენ თავს.
ვინ დაგიჯერებს?!
გელათზე დუმილი და პარალელურად, ჩვენი და სხვისი მიწების მიმტაცებელი, ქალების და ბავშვების მკვლელი სადისტური რეჟიმისთვის მლოცველ რუსულ ბანდიტურ ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის ქონა ნიშნავს ერთს, რომ “კუდი ძაღლისა არ განიმართლების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”. – წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი.