სოციალურ ქსელში მიშო ქავთარაძეს ახლობლები ემშვიდობებიან:
გაფრინდა ჩვენი მიშო, ისე გაფრინდა რომ დედას ვერ ჩაეხუტა
ნათელში იყოს შენი კეთილი სული მიშო, ვინც ასე წირავთ ახალგაზრდების სიცოცხლეს როგორ ცოცხლობთ ნაძირლებო? მერამდენე ემიგრანტი დედა უნდა ჩაეხუტოს წლების უნახავ შვილის ნაცვლად შვილის ცხედარს? დედა, რომელმაც დაკარგა მოვალეობა, რადგან ერთადერთი შვილი მოუკალით თქვე სისხლისმსმელებო! ვინ მოგცათ სხვისი შვილის მოკვლის უფლება? არაადამიანებო. -წერს ერთ-ერთი ახლობელი.
უფალს ებარებოდეს მისი სული
გამძლეობა მისცეს მის ტანჯულ დედას
შვილმკვდარი დედა უფრო გაიგებს დედის ტკივილს ტკივილს რომელიც არასოდეს არ განელდება.ვაი მის დედას ძალიან მეცოდება.
მოგვიკლეს შენი თავი და ყველას გულები თან გაიყოლე!!
მიშო, ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს… შენ გერქვა სახელად სიკეთე და სიყვარული!!!
გაუსაძლისი ხარ მიშო! დრო ვერასდროს წაიღებს ჩვენს ტკივილს! ნათელი გზით გატაროს უფალმა!!










