„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ.
მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით”, – აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ნეტგაზეთთან“.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.
უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”.
დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.










