“ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში, შესაბამისად, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაც გვაქვს ყოველწლიურ რეჟიმში. თქვენ რომ აიღოთ კონკრეტული ინდიკატორები, მაგალითად, რამდენი ბინა გაიყიდა საქართველოში, იგივე 2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, 2021 წლიდან, ამ ბინების 80%-ზე მეტს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები. ავტომობილების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით არის სამჯერ და მეტად გაზრდილი. ეკონომიკა ვითარდება და სამჯერ მეტ ადამიანს ჰქონდა იმის საშუალება, რომ შეეძინა ავტომობილი. ავტომობილების ხარისხიც გაუმჯობესდა და ა.შ. შედარება არ არის 2012 წელთან” “-ირაკლი კობახიძე
60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა – მას ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...










