LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა

“ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას წერილი გამოუგზავნა”-თინა ბოკუჩავა

დაპოსტა 2025/07/16-ში
A A
37
ნახვა
გაზიარება

ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციებისთვის თავის არიდებას ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართველ ხალხს, საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, სამი მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, „ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას წერილი გამოუგზავნა“. თინა ბოკუჩავა კატეგორიულად მოითხოვს აღნიშნული წერილის გასაჯაროებას.

„გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი, ევროკავშირის მინისტერიალი ბრიუსელში, საიდანაც სამი მნიშვნელოვანი რამ გახდა ჩვენთვის ცნობილი – გავიგეთ, რომ ევროპა მოქმედებაზე გადავიდა. ამ დრომდე იყო უამრავი გაფრთხილება, შეშფოთება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მაგრამ ახლა ევროპამ განაცხადა, რომ დღეს უკვე მოქმედების დროა. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი რამ, რაც მინისტერიალზე გავიგეთ.

მეორე, არის ის, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, დე ფაქტო ხელისუფლებამ გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი არა იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა წერია ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც შესაძლოა, ჯერ კიდევ ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, სწორად აღიქვან, რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე. ძალიან მინდა, ამ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც „რუსული ოცნება“ ყოველთვის ავრცელებს იმისთვის, რომ მოატყუოს საკუთარი ხალხი და შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეებმა თავის თვალით წაიკითხონ სიმართლე.

ეს სიმართლე მდგომარეობს შემდეგში – თუ 31 აგვისტომდე ივანიშვილის რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს, არ გაიწვევს დრაკონულ კანონებს და არ შექმნის ქვეყანაში გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირი დაიწყებს მოქმედებას. სამწუხაროდ, ეს მოქმედება მოიაზრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას.

ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეს, ვიქტორ ორბანს იყენებს ევროკავშირში იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს სანქციები. ეს არის სწორედ მესამე, რაც საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა ცხადი.

ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციების თავის არიდებას ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართველ ხალხს, საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, სამი მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები. კარგად რომ გვესმოდეს, პერსონალურ სანქციებს სჭირდება კონსენსუსი, ანუ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, ხოლო უვიზო მიმოსვლას შეჩერებას სჭირდება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა. ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ევროკავშირისთვის ორბანის გარეშე, პუტინის და მისი ერთადერთი მოკავშირის გამოყენებით. ის საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას, რაც არის ძალიან დიდი საფრთხე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გავერთიანდეთ, ვკონსოლიდირდეთ, რომ 31 აგვისტომდე ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ რეჟიმი, შეასრულოს უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნები. ის მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირის წერილშია აღნიშნული და რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ პრინციპულად მოვითხოვთ, რომ ქართველმა ხალხმა სიმართლე თავისი თვალით ნახოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.

დაწვრილებითDetails

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი
მთავარი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულ ახალ მტკიცებულებაზე საუბრობს. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვის პროცესს” – ირმა ინაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
„სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი აღსარება იწერებაო“- ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნება”-ს პოსტს უძღვნის
მთავარი

ეს ხომ თავიდან ბოლომდე შეკერილი თემა იყო, რაც დიტო ჩუბინიძესთან მიმართებაში ვიხილეთ, მას აბსოლუტურად აბსურდული ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს – მეცნიერები გლობალური დათბობის ახალ შედეგებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს. ამის შესახებ თესალონიკის (სალონიკის) არისტოტელეს უნივერსიტეტისა და ვენის უნივეტრსიტეტის მეცნიერების დასკვნაში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს. კერძოდ, თითქმის, ორი ათწლეულის განმავლობაში მიღებულ თანამგზავრულ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

შავი ზღვის წლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ. სააგენტოს ცნობით, ისინი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს....

დაწვრილებითDetails

„გეოგრაფიული გამოწვევის წინაშე ვდგავართ…ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს წყალტუბოსთვის“

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები
მთავარი

ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება, დადებით ფაქტორად ჩაითვალოს, თუმცა, გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ქობულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობა ყოველდღიური საჭიროებებისა თუ პროდუქციის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
მთავარი

საქართველოს ავტოპარკი ისევ იზრდება - მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ჯამურმა რიცხვმა 2 010 195 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი“) აქვეყნებს. მონაცემების თანახმად,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ნოემბერში ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, 2026 წლის ნოემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდად შეიძლება, გადაიქცეს. მოულოდნელი ბონუსი, დაბრუნებული ვალი თუ დამატებითი შემოსავლის წყარო - თითოეულ მათგანს...

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც 2 ნოემბრიდან ამოქმედდება – ნახეთ, ვის შეეხება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
კარგი სიახლე იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
მთავარი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან ქალაქ გორში B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორი საგამოცდო მარშრუტი შეიცვლება. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანი საგამოცდო პროცესის...

დაწვრილებითDetails

“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცი, ბაჩო ტეფნაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ძალიან გვატკინე გული. ნათელი გზა გქონდეს, ჩვენო ძმაო,"- წერს სურამის რაგბის გუნდი "მგლები."

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"