“ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის რეფორმების გზას და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშავოთ სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის დასამყარებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერების განცხადებით, ერთიანი პოლიტიკისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რუსეთის შესახებ მაღალი დონის დიალოგი დაიწყება.
აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში დღეს გაიმართა. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებდა.










