ედ შირანი კვლავ რეკორდსმენია. ის გახდა პირველი არტისტი, რომელმაც „საუკეთესო არტისტისა“ და „საუკეთესო სიმღერის“ კატეგორიაში პირველობა მიყოლებით, ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნა.
ბოლო წარმატება შირანს სიმღერამ, Bad Habits მოუტანა, რომელიც გასული წლის 25 ივნისი გამოვიდა. აღნიშნულმა ჩანაწერმა ის „წლის არტისტად“ და წლის ჰიტის შემქმნელად აქცია. იგივე შედეგი შირანმა 2017 წელს აჩვენა, როდესაც მისი ალბომი და ჰიტი Shape of You გავრცელდა.