დღის საათებში აკუსტიკურის, ხოლო ღამის საათებში პიროტექნიკით გამოწვეული ხმაურის გადამეტებასთან დაკავშირებით კონტროლს საკუთარ თავზე ქუთაისის მერია იღებს. ამის შესახებ დებულება ქუთაისის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. დასაშვები ნორმები მთავრობის მიერაა განსაზღვრული.
“მთავობის დადგენილებაში ასახულია საცხოვრებელ ზონებში როგორი დასაშვები ხმაური უნდა იყოს დღის, საღამოს და ღამის საათებში. შინაგან საქმეთა სამინისტოს კანონით ევალოდებოდა რომ ადგილობრივი თვითმმართველობისათის გადმოეცა ხმაურსაზომი აპარატი. ეს მოწყობილობა უკვე გვაქვს, გაიგზავნება ლაბორატორიაში, შემოწმდება და შემდეგ უკვე სამსახური მოქალაქის პრეტენზიის საფუძველზე შეუდგება მუშაობას.
ხმაურთან დაკავშირებით კონკრეტულად მოქალაქის საჩივარი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენი ინიციატივით ხომ ვერ გავიგებთ ვის აწუხებს ხმაური და ვის არა. ამიტომ კონკრეტულად უნდა იყოს მოქალაქის შეტყობინება ან წერილობითი სახით ან სატელეფონო სახით, მერიის ცხელ ხაზზე.” – განაცხადა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ზვიად წაქაძემ.