LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,დღეს 31 მარტი რეფერენდუმის დღეა, როდესაც საქართველომ თავისი კურსი ერთსულოვნად განსაზღვრა”-კონსტანტინე გამსახურდია.

,,დღეს 31 მარტი რეფერენდუმის დღეა, როდესაც საქართველომ თავისი კურსი ერთსულოვნად განსაზღვრა”-კონსტანტინე გამსახურდია.

დაპოსტა 2020/03/31-ში
A A
129
ნახვა
გაზიარება

დღეს 31 მარტი რეფერენდუმის დღეა, როდესაც საქართველომ თავისი კურსი ერთსულოვნად განსაზღვრა. იმავდროულად უარი ითქვა სსრკ-ს რეფერენდუმზე. ამის შედეგი იყო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ზვიად გამსახურდიას, ამ ყოველივეს ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე კი შარშან, ამ დროს შედგა, როდესაც ცოტნესთან ერთად, მისი დიდი მეცადინეობით ჩავატარეთ ეს მარჯანიშვილის თეატრში. კიდეც ერთხელ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მაშინ ამ წამოწყებაში მხარში ამოგვიდგა – საგანგებოდ აღარ გამოვყოფ. ასევე კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩემს სიტყვას.
…
ძვირფასო მეგობრებო,
პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურების რანგში ადიან, შესაძლოა რამოდენიმე ტიპისა არიან: ერთნი გეოპოლიტიკური ძვრებისთვის ბიძგის მიმცემნი, მეორენი სხვების მიერ დაწერილი პროექტების მუშა შემსრულებლები, მესამენი დახავსებული რეალობების დამკონსერვებლები, მეოთხენი – ჩვეულებრივი ავანტიურისტები; მათ შესაძლოა ქონდეთ ძალაუფლების სისავსე და პრაქტიკული შედეგებიც, მაგრამ არ ქონდეთ არც ავტორიტეტი, არც სიყვარული ხალხის მხრიდან – ისეთი, რომელიც პარტიულობაზე მაღლა იდგება. ასეთი სახელმწიფო კაცი ტექნიკოსია, მასზე იტყვიან, საქმე იცისო. არსებობს კიდევ ერთი სახეობაც – ესაა ამა თუ იმ თანამედროვე “ერი-სახელმწიფოს” დამფუძნებელი მამა, პოლიტიკოსი-შემომქმედი და ხელოვანი, რომელსაც სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც არ აკლია არც ავტორიტეტი, არც სიყვარული მისი თანამემამულეების მხრიდან. ის, ვინც მაღალი თანამდებობის დაკავებამდე ჩანდა ბარიკადებზე, ვინც მანამდეც იმარჯვებდა სიტყვით, კალმით და გაბედული ნაბიჯებით, რაც რისკის ქვეშ აქცევდა, აზიანებდა მის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ზვიად გამსახურდია სწორედ ამ კატეგორიას ეკუთვნის.

შესაძლოა ბევრმა კარგად, ხოლო ბევრმა ნაკლულად იცოდეს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ამავე დროს როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი ზვიად გამსახურდია არაერთი საქმის ინიციატორი და ყამირის პირველგამკვალავია: იყო ადამიანის უფლებათა პირველი საინიციატივო ჯგუფის და ჰელსინკის პირველი ჯგუფის დამაარსებელი კავკასიაში; საერთაშორისო ამნისტიის კომიტეტის თანადამაარსებელი საბჭოთა კავშირში; აკრძალული ლიტერატურული თვითგამოცემის ორგანიზატორი თბილისში, რომელიც წლების მანძილზე საქართველოდან ამარაგებდა საბჭოთა უფლებადამცველებს; დამაარსებელი პოლიტიკური კოალიციისა, რომელმაც ბალტიელებთან ერთად პირველმა დააყენა საქართველოს გასვლის საკითხი საბჭოთა იმპერიიდან; ვინც პირველმა საბჭოთა სივრცეში ჩაატარა ოფიციალური არჩევნები არასაბჭოური, მრავალპარტიული კანონმდებლობით; ინიციატორი რეფერენდუმისა დამოუკიდებლობაზე, რომლის ჩანაფიქრიც ჯერ კიდევ თეთრცხენოსანი მხედრის რესპუბლიკის ევროპაში გადასულ ემიგრაციას ქონდა, შემდეგ კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება, რითიც მან გაამთლიანა საქართველოს უახლესი ისტორიის გაწყვეტილი ხაზი 1918 წლიდან ჩვენს ეპოქამდე.

ზვიად გამსახურდიას მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი დაწყებული 1956 წლის ცნობილი პროკლამაციიდან ჯიხაშკარ-ხიბულას ტრაგედიამდე არ არის ამოვარდნილი მისი მოღვაწეობის ერთიანი კონტექსტიდან, რისი მიზანიც ყოველ ეტაპზე იყო ბრძოლა ეროვნული ინტერესების გამომხატველ, იმავდროულად ადამიანურობის შესაბამისი სახის მქონე პოლიტიკისთვის, რათა ის არ გახდეს წილნაყარი ერისა და კაცობრიობის ქაოტიზირების, დაცემის, დემორალიზაციის გამომწვევ ძალებთან.

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პირველივე მასობრივი აქციებიდან ზვიად გამსახურდია ცალსახად კარნახობს და ადგენს საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს. იგივე ითქმის მის გროზნოულ პერიოდზე, ძალადობრივი დამხობიდან მკვლელობამდე. თვით გარდაცვალებიდან ოცდამეექვსე წელიწადსაც კი მისი ფაქტორი ბევრი თვალსაზრისით უჩვეულოდ ქმედითია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ საზოგადოებრივ დისკუსიაში. მერაბ კოსტავამ ერთხელ ასეთი სიტყვებით მიმართა მას, “ახალ ხარისხზე ასწიე ერიო”. აქ დამფუძნებლური ქმედება იგულისხმება, რაც გარდა პოლიტიკური აქტისა შინაარსობრივად იყო ერი-სახელმწიფოს შექმნის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება – რომელიც ერთი კონკრეტული დღით ვერ შემოიზღუდება. ნოემბრები და აპრილები, მრავალათასიანი მიტინგები და მანიფესტაციები იყო ამ ხელშეკრულების დადების პირველი მოქმედება, მათში ჩართულ ინდივიდებს, მოქალაქეებს შორის; “მრგვალი მაგიდის” 63-ვე სხდომა პროგრამატული განხილვებით, შემდეგ თავისუფალი არჩევნები, უზენაესი საბჭოს სესიები, რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის გამოცხადება პირველ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად იყო მეორე მოქმედება – როდესაც ეს დიდი ხელშეკრულება უკვე ხალხსა და სახელმწიფოს შორის დაიდო. იმის შემდეგ ხელისუფლებები და ხალხი გამოიცდებიან იმის შესაბამისად, თუ რამდენადად ერთგულნი არიან ამ ხელშეკრულებისა. ამ მხრივ გაფრთხილებად და იმავდროულად ერთგვარ ანდერძად ჟღერს ზვიად გამსახურდიას სიტყვები: “არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება-ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს”.

ზვიად გამსახურდიას რომ დღევანდელი საქართველოსთვის შემოეხედა, იგი არ შეკრთებოდა, თუმცა ბედნიერადაც არ იგრძნობდა თავს. მან თავის თეორიულ ნაწერებში და ლექციებში საქართველოს სულიერ, ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ მისიაზე ისაუბრა. ჩვენი თანამედროვეობა კი რა სურათს გვთავაზობს? ხელში შეგვრჩა ძალიან ბანალური და არაფრისმთქმელი აღწერები ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მისწრაფებებისთვის. არაფრისმთქმელია ის, რომ ცეკვავ, მღერი, ასხამ ღვინოს, ტურიზმს აღორძინებ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება გსურს. ზვიად გამსახურდია არც უტოპისტი ყოფილა რომ გონებოდა, თითქოს თავისუფლებისა და ღირსების საუფლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის და მანამდე ცარისტული გუბერნიების ადგილას ხუთიოდე წელიწადშია დამკვიდრებადი. ისიც უწყოდა, რომ დასავლურობის და თავისუფლების გაგებას აქვს როგორც ნამდვილი, ისე ყალბი და სუროგატული გაგებები. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი დასავლურობა უპირველეს ყოვლისა კულტურაა, ცივილიზაციაა, პოლიტიკური ნააზრევია, იმ სოციალური და სამართლებრივი სისტემების შესწავლა და დამკვიდრებაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოიქნა ევროპაში, ამოუწურავი შესაძლებლობების კონტინენტზე. ის არ არის “პორნოგრაფია, სადისტური ფილმების კულტი, მოდების წამხედურობა, ხელგაწვდილი დგომა კრედიტების მოლოდინში, საეჭვო გარიგებები პოლიტიკურ ავანტიურისტებთან საკუთარი ერის საზიანოდ”. მისივე გაგებიდან გამომდინარე დავამატებდი: თავისუფლება კი ზნეობრივი და პასუხისმგებლიანი ინდივიდუალიზმია, ამავე დროს ასეთივე ინდივიდუალიზმების სიმრავლეა, რომლებიც ცდილობენ და ახერხებენ კიდეც ერთმანეთთან ხმაშეწყობილად თანაარსებობას.

ზვიად გამსახურდია როგორც ერისკაცი და მორწმუნე ქრისტიანი, როგორც, ჯოხარ დუდაევის თქმით, “პრეზიდენტი ბიბლიით ხელში” ხელს უწყობდა ეკლესიურობის აღორძინებას, ამავდროულად მხარს უჭერდა ეკლესიის ინსტიტუტების რეფორმას და იქიდან საბჭოური მენტალობის განდევნას. იგი თვლიდა, რომ გარდა ეკლესიის მოწოდებისა ადამიანებს ასწავლოს ჭეშმარიტი გზა სულის ცხონებისკენ და სასუფევლისკენ, იგი ქართულ სახელმწიფოსთან ერთად მხარდამხარ უნდა იბრძოდეს ნამდვილი ეროვნული და პატრიოტული ღირებულებებისთვის. მან კარგად იცოდა, რომ თანამედროვეობის გამოწვევებთან ვერაფერს გახდება გიგანტური რელიგიური ინსტიტუტი, მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური შინაარსებით, ამქვეყნიური ძალაუფლების ბერკეტების და უზარმაზარი უძრავ-მოძრავი ქონების განმკარგავი. დღეს რომ საქართველოსთვის შემოეხედა, ზვიად გამსახურდია არ მიესალმებოდა ქართველობის დაყოფას პოლიტიკურ სექტებად და უსაზმნო, დაუსრულებელ კინკლაობას მეორე და მესამეხარისხოვან საკითხებზე, იქ, სადაც მხოლოდ პერსონებზეა სწორება, სადაც არ არსებობს გამაერთიანებელი სერიოზული პოლიტიკური პლატფორმა ან პლატფორმები; იქ სადაც არ ფიქრობენ და პრაქტიკულად არ მუშაობენ სამოქალაქო პატრიოტიზმზე, სადაც ელიტების ანგარიშგასაწევი ნაწილი შესაძლოა საბედისწერო ინერციით თუ შეგნებულად მეზობელი დამპყრობელი სახელმწიფოს ინტერესებს ატარებდეს.

ასეთია მისი პოლიტიკური ანდერძის არასრული წართქმითი და უკუთქმითი ინტერპრეტაცია, ანუ როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს. მისი სახელი ამიერიდან საზომია, მეტრია, რითიც ყველა გაიზომება.
ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს,

31 მარტი 2019

თეგები: კონსტანტინე გამსახურდიარეფერენდუმი
გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო - ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თათია ნიკოლაშვილი ავრცელებს.   "უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ‼️ სრულიად უპატრონო ქვეყანაში ‼️ რამდენიმე წუთის წინ კაპროვანის სანაპიროზე ადამიანი გარდაიცვალა ‼️ამ ქვეყანაში...

დაწვრილებითDetails

შვილმა მამა მოკლა – ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კახეთში, შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ევაკუაცია განახორციელდა – შსს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ...

დაწვრილებითDetails

სასურსათო მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას და მიმალვას ცდილობდნენ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ...

დაწვრილებითDetails

ქეთი ბერძენიშვილი 54 წლის გახდებოდა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

დღეს, 24 ივლისს, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა.  ქეთი 54 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს, ქეთის საფლავთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი 19:00 საათძე, სასტუმრო "არგოში"...

დაწვრილებითDetails

დრონების შოუ და 400 ადამიანზე გათვლილი ფურშეტი – დღეს ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა გაიხნას

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
მთავარი

დღეს ქუთაისის ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა გაიხსნას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და  შპს „ვანილა ივენთს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული საზეიმო ღონისძიება და ყველა დაგეგმილი აქტივობა...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ – სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ – სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ
მთავარი

„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ - სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. ტრაგედია გუშინ, სამტრედიაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ,...

დაწვრილებითDetails

ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში
მთავარი

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს რომ გვიან ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი პირი ავტომობილის გაძარცვას ცდილობდა. როგორ ადგილობრივი წერს უცნობმა პირებმა მათ იარაღიც დაუმიზნეს ,,ძარცვა ქუთაისშიავტოქარხანა, ცოტნე დადიანის ქუჩა მთელი ღამის...

დაწვრილებითDetails

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამსახურში საინტერესო შეთავაზება ან ახალი იდეა შეიძლება გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში კი მოთმინება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.   კურო ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც „ფეისბუქ“ მომხმარებლები წერენ, ვერიკო ნოზაძე, მეცხრე სართულიდან გადავარდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"