“დღეს მთელი საქართველო აქ არის, საქართველოს გული აქ არის, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის. ის უკვე წარმატებაა, რომ ჩვენი ქვეყანა, აქ, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს და ამაყი ვარ ამ ფაქტით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ჩამოვედი ამ მნიშვნელოვან თამაშზე. დარწმუნებული ვარ, მჯერა, რომ ჩვენი ბიჭები შეუძლებელს გააკეთებენ, გავიმარჯვებთ.
ჩემი მარტივი რჩევა იქნება, რომ ბიჭები გავიდნენ და თავისი მაქსიმუმი გააკეთონ, დაიხარჯონ ბოლომდე, რაც შეუძლიათ ის გასცენ. დარწმუნებულ ვარ სტადიონზეც კარგი განწყობა იქნება, მთელი საქართველო აქაა. თვითრწმენა, გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობების, მაქსიმუმი გაიღონ ჩვენმა ბიჭებმა და დარწმუნებული ვარ, გადავალთ შემდეგ ეტაპზე” – ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში ჩავიდა










