დღეს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა . სტოლტენბერგი 15 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ამის შემდეგ ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გაკეთებენ. NATO-ს გენერალური მდივანი შეხვდება პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსაც
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....










