ქუთაისი – საქართველო – ევროპა – ამ სახელწოდებით დღეს თბილისში ქუთაისელების მარში გაიმართება. მსვლელობა 15:00 საათზე რეზო გაბრიაძის თეატრთან დაიწყება და პარლამენტისკენ გაგრძელდება.
თბილისში დაგეგმილ მარშს მოქალაქეები ქუთაისიდან შეუერთდებიან. ავტომობილების კოლონა ცენტრალური მოედნიდან თბილისში უკვე გაემგზავრა.
თბილსიში 19:00 საათზე ასევე დაგეგმილია იმერეთლების მსვლელობა.
ცნობისთვის, რომ უკვე 23 დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.