LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი ბაჩიაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“- გიორგი ბაჩიაშვილი

დაპოსტა 2025/07/30-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

ეს პროცესი ჩემს გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესების მიუხედავად მას ქვეყნის დატოვების სურვილი არ ჰქონდა, იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.

„ეს პროცესი ჩემ გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, გარკვეული დემოკრატიის შირმა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მთავრობას შენარჩუნებული. მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, რა მიზეზით დაიწყო ჩემ წინააღმდეგ დევნა. ამ დევნის რეალური მიზეზი არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება. იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს ანტიდასავლურ პროპაგანდასა და იმ ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომლისთვისაც დღეს მთელი ჩვენი მთავრობა, თქვენი ძალიან ბევრი კოლეგა [მოსამართლეები] და ბევრი პროკურორია დასანქცირებული. დღეს უკვე აღარცერთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, საქართველოში არსებული არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტისთვის, სამწუხაროდ, სასამართლოს ნდობა არის დაბალ დონეზე. პირადად მე, მთელი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა მაქვს ნული, თქვენი პირადი დიდი პატივისცემის მიუხედავად. არ დარჩა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერილი საქმე, რომელშიც არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის ჩვენებისა. შესაბამისად, ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითია.

მე მართლა არ დამიტოვებია საქართველო 2 წლის განმავლობაში. მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია ციხეში შენს წამებას აპირებენო, “გაგჭყლიტავს ციხეში” – ივანიშვილმა ასე თქვაო. ზუსტად ამ სიტყვების შემდეგ გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება. რა მოხდა ამის შემდეგ – თავზე „მეშოკ ჩამოფარებული“ ორი დღე მატარეს აბუდაბსა და დუბაიში. ადვოკატის, მოსამართლისა და პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და ძალით შემათრიეს „აირზენას“ თვითმფრინავზე, სადაც დამხვდა ანრი ოხანაშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ყველანაირი კანონის დარღვევით. დღეს მე თქვენ წინაშე ვდგავარ მოტაცებული. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაისურითა და თეთრი ფეხსაცმლით, სადღაც მდინარე გადმოცურული, ეს არის სიცრუე. ამ მოტაცებაზე გამოძიების დაწყება ვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როცა ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე. არცერთი ადამიანი არ დაკითხულა, არც მე დავკითხულვარ. არანაირი პროცედურა არ გაუტარებიათ.

როცა აქ ჩამომიყვანეს, ტყვეობაში, მომიწყვეს წამება 11 ივლისს. ქსნის საპყრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი. გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი სხვა დაზიანება მაქვს მიღებული. არც კამერები წარმოუდგენია ჩვენთვის არავის ჯერჯერობით და არც დაზარებულად მაღიარეს.

როცა ვამბობდი, რომ მთავრობა ატრიალებდა ამ ყველაფერს, თვეების შემდეგ დაასანქცირეს ყველა, ამ ბატონის [პროკურორის] ორივე უფროსი, ამ სასამართლოს ხელმძღვანელები… ტყუილუბრალოდ ხომ არ დაასანქცირეს თუ გლობალური ომის პარტია ებრძვის ყველას?!

არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, იურისტმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ ჰქონია და თქვენ თუ ჩახედული გაქვთ, პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არაა. რეალურად ეს არის პოლიტიკურად შეკვეთილი, განხორციელებული პირადი შურისძიება.

კარგად გახსოვთ, ალბათ, „მხედრიონის“ დრო. დღევანდელი სისტემა, ამ ბატონის [პროკურორის] უწყების თამადობით, სამწუხაროდ, თქვენი სხვა კოლეგების თამადობით, 21-ე საუკუნის საქართველოს „მხედრიონია“ და ვარ მე დღეს გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს. წამებამდე ორი დღით ადრე ციხის უფროსმა შემიყვანა კაბინეტში და მითხრა, „ივანიშვილს გაუხსენი ახლა შენი საფულეები, თორემ ხომ იცი რანაირი ხალხი ზის ციხეშიო“.

დავუბრუნდები ისევ საქმეს – ვითომ დანაშაულის ჩადენიდან საქმის დაწყებამდე გავიდა 7 წელი. ადამიანს მილიარდი თურმე მოჰპარეს და 7 წელი არ იცოდა, მენდობოდა. ამ საქმეს რომ იწყებ 7 წლის შემდეგ, ვერცერთი უტყუარი მტკიცებულებით ამას ვერ ამყარებს, გარდა თავისი და თავისი თანამშრომლების ჩვენებებისა. სხდომები დახურულ რეჟიმში იმართებოდა და ისეთ დახურულ რეჟიმში რომელიც აწყობდა, მხოლოდ და მხოლოდ პირადად ივანიშვილს. სასამართლომ წამართვა საბოლოო სიტყვის უფლება. სასამართლოს არ აინტერესებდა არც ჩემი პოზიცია, არც ჩემი სიტყვა. სასამართლოს განაჩენი დღეებითა და კვირებით ადრე ჰქონდა დაწერილი.

ამ საქმეში რასაც ივანიშვილი ამბობს, ეგ რომ სიმართლესთან ოდნავ მაინც ახლოს ყოფილიყო, საუკეთესო შემთხვევაში, ეს საქმე იქნებოდა სამოქალაქო საქმე. ივანიშვილი მედავება, რომ იყო ვითომ ინვესტორი და ინვესტორებს შორის საქმეს არ არის სისხლის სამართლის საქმე. ჩემი გატაცების ამბავში იყო ჩართული არამხოლოდ ჩრდილოვანი სტრუქტურები, არამედ სუს-ი და „აირზენა“.

ციხეში მოხვედრიდან გარკვეული დროის შემდეგ, ჩემს წამებამდე კვირა ნახევრით ადრე, გამიწყვიტეს ყველანაირი კავშირი გარემოსამყაროსთან. ჩემს ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მომცეს, თითქოსდა, მოწმეებზე ზეწოლა რომ არ მომეხდინა. ანუ მანამდე ორი წელი გარეთ როცა ვიყავი, მაშინ მქონდა მოწმეებზე ზემოქმედების უფლება, მაგრამ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ნახავდნენ, რომ მეცადა მაინც ვინმეზე ზემოქმედება, მაგრამ ჩამიკეტეს გარეთ წვდომა, ადვოკატთან დარეკვის უფლებაც ამიკრძალეს. რატომ? – იმიტომ, რომ როცა ის ნაძირალა შემოიყვანეს ჩემს საწამებლად, ვერ დამერეკა და 63 საათი არ უშვებდნენ ადვოკატს ჩემთან. სახალხო დამცველთანაც არ მარეკვინებდნენ. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, იმ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზება რომ არ მოეხდინათ, ვითომ ჩემი სიმპტომები არ ენახათ, ამოიღეს ინფორმაციიდან. რასაც ვამბობდი, ის არ ჩაუწერიათ. უარს რომ ვამბობდი წამოსვლაზე, ამიყვანეს და წამომათრიეს უკან ციხეში. ამ წამებას დაამატეს არაადამიანური მოპყრობა. ეს ბატონი [პროკურორი] ამბობს, რომ ამას საქმესთან კავშირი არ აქვს. როგორ არ აქვს კავშირი?!

არცერთ ეტაპზე, ჩემ მიმართ სამართალი არ განხორციელებულა! ჩემ შემთხვევაში მიდის გამოძალვა, ესენი არიან გამომძალველი „მხედრიონელების“ პირდაპირი წარმომადგენლები. ნუ გახდებით ამ გამომძალველი, ამ დანაშაულებრივი მანქანის ხელში იარაღი!“ – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელით. შესაძლოა, მიიღოთ შეთავაზება, რომელიც სამომავლოდ საინტერესო შესაძლებლობად იქცევა. სიყვარულში მოერიდეთ იმპულსურ რეაქციებს.   კურო   ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხში სასიამოვნო სიახლე ან მცირე წარმატება შეიძლება გქონდეთ....

დაწვრილებითDetails

17 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"