LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია მდუმარე საპროტესტო აქციას იწყებს

დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები – რა არის ოპოზიციის მთავარი გზავნილი – ნახეთ პოლიტიკოსების განცხადებები

დაპოსტა 2020/11/18-ში
A A
5k
ნახვა
გაზიარება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განაცხადებით მომიტინგეების უმრავლესობას ხელში გაყალბებული ოქმები უჭირავს საილუსტრაციოდ იმისა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა.

„ეს არის პროტესტი გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმყოფება თბილისში, ჩვენი მომიტინგეების უმრავლესობას უჭირავს ხელში გაყალბებული ოქმები საილუსტრაციოდ იმისა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, როგორც უბნის დონეზე ასევე ოლქში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენ ჩვენი დროშით გამოვხატავთ პატივისცემას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებს შორის.

არაერთი არაადეკვატური განცხადება გვსმენია „ქართული ოცნების” მხრიდან, რა არის აქ არასახელმწიფოებრივი? კანონის სრული დაცვით გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს რისი უფლებაც გვაქვს. მაიკ პომპეოს ალბათ ეტყვიან, რომ ანაკლიის პორტი დაამთავრეს და ეს არჩევნები არნახულად წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აქციის გზავნილია ის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს ქვეყანას უქმნის დღევანდელი ხელისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, დღევანდელ აქციას ორი მთავარი გზავნილი აქვს.

“ერთი, მადლობა აშშ-ს, რომელიც ფაქტობრივად არის საქართველოს სახლმწიფოებრიობის ბურჯი, ეხმარება სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით. 3 მილიარდ ნახევარი დახარჯა ამერიკამ ჩვენს გასაძლიერებლად. მეორე გზავნილია ის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს ქვეყანას უქმნის დღევანდელი ხელისუფლება. ამის მაგალითი იყო მიტაცებული არჩევნები. ამ დემოკარტიას იცავს ხალხი, პარტიები, არასამათავრობო სექტორი. დღეს ყველა არის ერთის წინააღმდეგ და გვინდა, რომ იმ ერთს გასაგებად ვუთხრათ, არავინ მისცემს საქართველოში, ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში ძალაუფლების მიტაცების საშუალებას და რომ ოლიგარქიული მმართველობა არავის შერჩება”, – განაცხადა გოცირიძემ.

არის შემთხვევები, როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქციის გზავნილია მადლიერების გამოხატვა აშშ-ს მიმართ და ასევე, გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება.

„ეს აქცია არის ერთდროულად როგორც მადლობის გამოხატვა ქართველი ხალხისგან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, იმ ძალიან დიდი და გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ასევე ჩვენი ხმის მიწვდენა სახელმწიფო მდივნისთვის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, საქართველოში ხელოსუფლებამ ქვეყანა შეიყვანა ძალიან მძიმე კრიზისში და აუცილებელია ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, მათ შორის ჩვენი მთავარი პარტნიორების მონაწილეობითაც.

ეს არის მდუმარე აქცია. არის შემთხვევები, როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები. ვფიქრობ, ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ადამიანები, ვისაც წაართვეს ხმა და ხმის მიცემის საშუალება, სწორედ დუმილით გამოხატავენ, რომ ისინი ხმის წართმევას არ შეეგუებიან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით იქნება ამ უმძიმეს ბრძოლაში. ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ, სოციალურ კოლაფსში და ამას სჭირდება შველა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მდუმარე აქცია-პერფომანსი “ყველაფრის მთქმელია”.

“ძალიან ლამაზი, სიმბოლური და ყველაფრის მთქმელი აქცია-პერფომანსი გავმართეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამით ვაჩვენებთ, რომ ქართველი ხალხის უდრეკი სურვილია დემოკრატიის დამყარება ქვეყანაში, რაშიც ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიები ვავრცელებთ წერილს, სადაც საუბარია ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ინვესტიციების დაცვაზე ანაკლიის პორტის დაცვით და რაც მთავარია, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით იქნება ამ უმძიმეს ბრძოლაში. ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ, სოციალურ კოლაფსში და ამას სჭირდება შველა და ჩვენ ამერიკელი პარტნიორებისგან მხარდაჭერა გვჭირდება სწორედ ამაში”, – განაცხადა ვაშაძემ.

ამერიკას ესმის, რომ ჩვენი სახელმწიფო იბრძვის დემოკრატიისთვის და არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს, ამას აუცილებლად ექნება გავლენა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაზე, – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ელენე ხოშტარია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვით ოპოზიცია სტრატეგიულ პარტნიორს მიტინგს უწყობს. მისი განცხადებით, მოქალაქეების აქტიურობა და მშვიდობიანი აქცია ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყოა.

,,დღევანდელი აქცია ძალიან მძლავრი გზავნილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიმართ საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებს და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან მიტაცებულ არჩევნებს. ამერიკა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა დიდ მნიშნელობას ანიჭებს საზოგადოების პოზიციას, ამერიკას ესმის, რომ ჩვენი სახელმწიფო იბრძვის დემოკრატიისთვის და არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს , ამას აუცილებლად ექნება გავლენა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაზე. ,,ქართულ ოცნებას” არ ესმის დემოკრატიის არსი, პომპეოს კარგად ესმის დემოკრატიის არსი, რომ მოქალაქეების აქტიურობა და მშვიდობიანი აქცია არის საამაყო ნებისმიერი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„უდიდესი უმრავლესობა ერთ ჭკუაზე ვართ და ვამბობთ, რომ არჩევნები არ ჩატარდა, ან გაყალბდა და იქით მხარეს არის ბატონი ოლიგარქი. ეს დაპირისპირება დიდხანს ვერ გაგრძელდება. თუ გაგრძელდება, აუცილებლად რეჟიმის მარცხით გაგრძელდება. სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, მსგავსი აქციები სხვადასხვა ფორმისა და ხასიათის იქნება. საერთაშორისო რეზონანსი სულ უფრო და უფრო მაღალი იქნება ამ აქციების მიმართ. მას შემდეგ, რაც შესაძლებლობა გვექნება ქვეყანაში ჩავატაროთ არჩევნები, მერწმუნეთ, ქუჩაში არავინ გამოვა გასაპროტესტებლად, ყველანი ვიქნებით მომართული იმისკენ, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს შესაძლებლობა არათუ ჩამოგვერთვა ამ რეჟიმის მიერ, არამედ საერთოდ გვითხრა, რომ არჩევნებს აღარ ჩავატარებთო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება1994

დაკავშირებული -პოსტები

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ...

დაწვრილებითDetails

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

იტალიაში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რომში, ჯოვანი ბატისტა დე ლა სალის მოედანზე მოხდა. 57 წლის ქართველი პოლიციამ შენიშნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებსა...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან საინტერესო სიახლე გელოდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 9 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად...

დაწვრილებითDetails

ცნობილი საოპერო მომღერალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ავრცელებს.   „ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ნუთუ მოლოცვის ღირსნი არ იყვნენ მწირ ხელფასებზე უანგაროდ, ათეულწლობით მომუშავე ბიბლიოთეკარები – რას წერს ნანული ცხვედიანი
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდა ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას  “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს
მთავარი

პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა, - ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებას „ჰააგის დეკლარაციაზე“...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"