დიმიტრი გაბუნიამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„გათავისუფლდეს დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან 2021 წლის პირველი აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ხელს ზურაბიშვილი აწერს.