საქართველოში 6-დან 16 წლამდე 10 404 ბავშვი არ დადის სკოლაში.
სკოლის გაცდენის მიზეზი ბავშვთა შრომაში ჩართვაა.
“დილის 4 ზე, ხანდახან 5 საათზე ვდგებით და მივდივართ სამუშაოდ.
თავიდან გამიჭირდა , მაგრამ შემდეგ შევეჩვიე.
თავდაპირველად ხელები მტკიოდა და მხოლოდ 150 კგ-ს ვკრეფდი , ხოლო ახლა უკვე შევეჩვიე და 400 კგ-ს ვკრეფ ” – ყვება ერთ-ერთი არასრულწოვანი ჟურნალისტებთან.
არასრუწლოვანი ასევე აცხადებს რომ თურქეთში თხილის საკრეფად წასულ გუნდში 11 ბავშვი და 9 უფროსი იყო.
არასწულწლოვნების სეზონურ სამუშაოებში ჩართვა და შრომითი მიგრაცია გავრცელებულია რეგიონებში.
ერთ-ერთი მიზეზი უკიდურესი სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონეა.
ცნობისათვის საქართველოში 24 000 ბავშვი მუშაობს , აქედან 15 600 სახიფათო შრომაშია ჩართული.

წყარო : “სტუდია მონიტორი”.









