ვერაფერმა ეს რკინასავით კაცი ვერ გასტეხა გარდა ერთისამ ეუღლის, მარის გარდაცვალებამ – სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მესხი ბაბუას, სიმონ არველაძეს სოციალურ ქსელში ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,102 წელი იცოცხლა. იფიქრებთ ბევრია, კი ნამდვილად ბევრია. საუკუნე როცა გადევს მხრებზე. მეორე მსოფლიო ომში რომ იბრძოლე, მერე სულ წერასა და კითხვაში, ახალი თაობის აღზრდა განათლებაში გალიე წლები, საკუთარი ხელით დამარხე შვილი, მეუღლე. 102 წელი და თან ასეთი რთულია და მართლაც ბევრია, კი…
ადრე თუ გვიან რომ ეს დღე დადგებოდა ყველამ ვიცოდით, თუმცა რაღაც ძალიან მყარი ჩატყდა, ჩაინგრა. ბავშვობასთან გამავალი ხიდი და იმედი, რომელიც ამ ხნის მოხუცს წამითაც არ დაუკარგავს.
წლების წინ გაუძლო შვილის დაღუპვას, შემდეგ მცირე ავტო ავარიას, ყოველ ჯერზე მაშინ როცა ყველას გადაწურული ჰქონდა იმედი ის მაინც არ ნებდებოდა, მახსოვს რეანიმაციის საწოლზე მიჯაჭვული წლების წინ ლექსებს ჰყვებოდა, სულ კითხულობდა სულ წერდა. აბა ახლა ეს წიგნი უნდა მოვასწრო, ეს ლექსი ეს ჩანახატი და ასე გაირბინა ათეულობით წელმა.
ვერაფერმა ეს რკინასავით კაცი ვერ გასტეხა გარდა ერთისა
მეუღლის, მარის გარდაცვალებამ.
დღე არ გავიდოდა მარის ფოტოს არ ჩახუტებოდა, დაიწყებდა ლექსის კითხვას მარიზე და შუაში პატარა ბავშვივით აქვითინდებოდა…
დილით შვრიის ფაფას რომ მხოლოდ თავისთვის იმზადებდა და გვედით მეუღლე არ ეჯდა, თითქოს რცხვენოდა, რომ ის აქ იყო, მარი კი იქ… მაგრამ “ჯაჯუს” დარეჯანს, ვინც სიცოცხლე მშობლების მოვლას მიუძღვნა არ ემეტებოდა მარტოობისთვის…
ამ დიდმა სიყვარულმა, საკუთარი საქმის, ქვეყნის, ლექსის, კითხვისა და წერის სიყვარულმა მოიყვანა ის აქამდე. რაც ყველაზე მთავარია სიცოცხლის წყურვილმა. არასდროს ნებდებოდა, არასდროს.
არც ახლა ვთვლი რომ დანებდა, უბრალოდ ადგა და კაცურად წავიდა… თავის ცოლთან და შვილთან…
მშვიდობით ჩემო ვარდენიჩ. მადლობა რომ ცხოვრებაში ბევრ რამესთან ერთად არ დანებებაც მასწავლე. კაცური კაცის სახელით წახვედი ამ ქვეყნიდან.? გული მწყდება ძალიან, უფრო მეტი რომ ვერ მოგეფერე და ახლაც უკანასკნელ გზაზე ვერ გაგაცილებ… ?მუდამ ჩემს გულში იქნები ვარდენიჩ? ❤️” – წერს სოციალურ ქსელში ლაშა მესხი ბაბუის, სიმონ არველაძის შესახებ.
ცნობილი პოეტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე სიმონ არველაძე დღეს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.










