ხალხი არის დაძაბული და კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. ერთი და იგივე კითხვები ძაბავს მოსახლოებას, ფსიქიკას კიდევ უფრო, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ისედაც ყველა დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში ვართ. მე მგონი, მოსახლეობასაც მობეზრდა და მეც მრცხვენია უკვე ჩემი ერთსა და იმავე კითხვაზე, ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე. მოვუფრთხილდეთ რა ერთმანეთის ფსიქიკას“, – განაცხადა იმნაძემ.