კახეთიდან გაუჩინარებული 11 წლის მოზარდი გიორგი ყოჩიაშვილი პოლიციამ თბილისში იპოვა ხოლო მასთან ერთად გაუჩინარებულ ევგენი ხატიაშვილს კვლავ ეძებენ.
11 წლის მოზარდი ამბობს რომ მან არ იცის სად არის მასთან ერთად გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი, რომელთან ერთადაც თბილისში წავიდა. გიორგი ყოჩიაშვილის დედა აცხადებს რომ ბავშვი უკვე სახლშია და არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება.