იოსებ კავკავაშვილის დედის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ინფორმაციას სოციალურ ქსელში პროდუსერი თავად აქვეყნებს. როგორც იოსებ კვაკვაშვილი წერს საჭიროების შემთხვევაში ყველა ბერკეტს გამოიყენებს სიმართლის დასადგენად.
“თემა, რომელსაც არ შევეშვები, კითხვები რომელიც მაქვს… Პასუხებს აუცილებლად მივიღებ. Საჩივარი რომელიც ჩემი ადვოკატის მხრიდან იქნა მომზადებული დედას გარდაცვალების შესახებ, პროკურატურამ წარმოებაში მიიღო და საპროკურორო ზედამხედველობით უკვე გადაეცა პოლიციის სამმართველოს გამოძიების დაწყების მიზნით. Აფსოლიტურად ყველა ბერკეტს გამოვიყენებ იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად რატომ გამოწერეს დედა 80 – 87 სატურაციით ბინაზე სამკურნალოდ.,.. (მათ შორის თუ დამჭირდა სტრასბურგსაც).
კითხვები სხვა კიდევ ბევრი მაქვს, მაგალითად ნაკრების ამოსაღებად მისულები კლინიკაში დედა ცუდად გახდა დაუვარდა შაქარი, დაბალი ქონდა სატურაცია და კლინიკიდან უკან გამოგვატანეს დედა იმ მოტივით, რომ სახლში პარამეტრები გაუმჯობესდებოდა.
ვიმედოვნებთ სამართალიდამცავი უნყებები და მათ შორის ჯანდაცვის Სამედიცინო რეგულირების კომისია არ მოექცევა გავლენების ქვეშ…
Მაინტერესებს რა გასამართლებული გზები არსებობს 87 სატურაციით არაპალიატიური პაციენტის ბინაზე გაწერის, Რომელსაც კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს.
Საკუთარ თავს ვადანაშაულებ და ვერ ვპატიობ, რომ კლინიკას სახელწოდებით ,, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი” ვენდობოდი და სხვა მედიკოსებს არ მივმართე…… Პარალერულად.
Პ. Ს: ეს ფოტო ამ კლინიკაში გამოკვლევების დაწყებამდეა გადაღებული.
ოპერაციაც იმ მოტივით გააკეთეს, რომ უკეთესად ყოფილიყო და არა ერთ თვეში გარდაცვლილიყო.”- იოსებ კავკავაშვილი










