როგორ განახლდება სასწავლო პროცესი საქართველოში – საკითხს საკოორდინაციო საბჭო დღეს განიხილავს.
წინასწარ ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებისგან ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
შეგახსენებთ, უნისეფი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სასკოლო გარემოში სწავლის განახლებას ემხრობიან.
მათი განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს.