ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ემსხვერპლა – ავარია ავტობანზე გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რობანიშვილი რუსთავში, ავტოდრომზე მიემართებოდა, როდესაც ავარიაში მოყვა.
დავით რობანიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მოტოსპორტის სფეროს წარმომადგენლები და საქართველოს მოტო ფედერაცია ეხმაურება და წუხილს გამოთქვამს დავით რობანიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.










