LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

დაზვერვის სამსახურს წამყვანი როლი აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. თქვენი ძალისხმევა, დაიცვათ საქართველო შიდა და გარე საფრთხეებისგან ხელს უწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/09/19-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

„დაზვერვის სამსახურს წამყვანი როლი აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. თქვენი ძალისხმევა, დაიცვათ საქართველო შიდა და გარე საფრთხეებისგან ხელს უწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო უსაფრთხოების კუთხით რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება და სწორედ საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სხვა უწყებების დახმარებით, არის შესაძლებელი რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი სურათის მკაფიოდ დანახვა და კონფლიქტების თავიდან არიდება.

„დაზვერვის სამსახურს წამყვანი როლი აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. მუდმივად ცვალებად მსოფლიოში, მზარდი გამოწვევებით, დაზვერვის სამსახურის მნიშვნელობა კრიტიკულად დიდია. თქვენი ძალისხმევა, დაიცვათ საქართველო შიდა და გარე საფრთხეებისგან ხელს უწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში. საქართველო უსაფრთხოების კუთხით რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება. სწორედ საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სხვა უწყებების დახმარებით, ვახერხებთ რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი სურათის მკაფიოდ დანახვას, საქართველოზე კონფლიქტების გადმოდინების თავიდან არიდებას, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის შეუქცევადი განვითარების ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, თითოეულ თქვენგანს უმნიშვნელოვანესი მისია გაკისრიათ. თანამედროვე ეპოქაში, დეზინფორმაციის წილის მკვეთრი ზრდის ფონზე, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე გავლენის მქონე საკვანძო საკითხების დროულად გამოკვეთა და სწორად შეფასება, რაც მოითხოვს დაზვერვის სხვადასხვა დისციპლინის ეფექტიან და კოორდინირებულ მუშაობას.  თანამედროვე უსაფრთხოების საკითხების კომპლექსურობა თქვენგან არამხოლოდ სიფხიზლესა და მაღალ პასუხისმგებლობას საჭიროებს, არამედ ინოვაციურ მიდგომებს, მოქნილობასა და ადაპტაციის გაძლიერებულ უნარებს. ჩვენ ვხედავთ, როგორი მაღალი პროფესიონალიზმით, კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხით, საჯარო აღიარების გარეშე და ქვეყნის ერთგულებით ასრულებთ თქვენს მოვალეობებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქვეყნის სადაზვერვო შესაძლებლობები. სამსახურს ჰყავს პროფესიონალი პირადი შემადგენლობა და გააჩნია თანამედროვე ინფრასტრუქტურა,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურსა და პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტთანაც არსებული პრაქტიკა ეფექტურად გაგრძელდება.

,,განსაკუთრებით მოხარული ვარ სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობით პარლამენტთან, მათ შორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და ნდობის ჯგუფთან. მე-10 მოწვევის პარლამენტში, მუდმივ რეჟიმში ტარდებოდა აღნიშნულ ფორმატებში მოსმენები, დეპუტატებიც არაერთხელ იმყოფებოდნენ დაზვერვის სამსახურში. პარლამენტი ყოველთვის ინფორმირებული იყო როგორც უსაფრთხოების გარემოს ტენდენციებზე, ისე სამსახურში განხორციელებულ თუ მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებზე. დარწმუნებული ვარ, შემდგომი მოწვევის პარლამენტთანაც აღნიშნული პრაქტიკა ისეთივე ეფექტიანობით გაგრძელდება. დაზვერვის სამსახურს აქვს და ყოველთვის ექნება საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა. ჩვენი სიძლიერე ჩვენი ერთობლივი მუშაობის უნარიდან მომდინარეობას, რაც საქართველოსთვის უსაფრთხო და წარმატებული მომავლის უზრუნველყოფაში გვეხმარება. ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ თითოეული თქვენგანის ერთგულებას, შრომას, ძალისხმევას, შემართებას. თქვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მცველები ხართ და ამისთვის გულითად მადლობას გიხდით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. გისურვებთ შემდგომ წარმატებას თქვენს უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო საქმეში,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დაზვერვის სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"