ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი კაცი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ვასილ მებურიშვილია. ის წლების წინ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
რაც შეეხება მომხდარს, არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დავმუნჯდი ვერაფერს ვწერ მშვიდობით ჩემო ბავშვობავ
ამაზე დიდი ტრაგედია ქრ შეიძლება მოხდეს გამძლეობა შენს ოჯახს ვასოოო
ვასო ჩემო ბავშვობის მეგობარო , საუკეთესო ადამიანო
საშინელია ეს ტკივილი
გამძლეობა შენს ოჯახს
სასუფეველი შენს ლამაზ სულს
გვიყვარხარ ყველას და მოგვენატრები ..
“2 აპრილი შენი დაბადების დღეა,გუშინ ერთმა ტყვიამ დაასრულა შენი სიცოცხლე”
წყარო : AMBEBI.GE










