ამბავი, რომელიც ინტერნეტქსელში გავრცელდა, არა მხოლოდ ქალებისთვის და არც მხოლოდ ქუთაისში მცხოვრებთათვის, არის საყურადღებო:
,,დღეს ძალიან სამწუხარო ფაქტი შემემთხვა.
წესით ამას ანონიმურად არ უნდა ვწერდე მაგრამ ბევრი ნაცნობია ჯგუფში, ინერვიულებენ და ამიტომ ვიკავებ თავს.
დღეს 21 ნომერ სამარშრუტო ტაქსში ამოვიდა 70+ ასაკის მოხუცი მამაკაცი, მომიჯდა გვერდით. ფეხზე ვიგრძენი სიცივე (ცივი ხელები ჰქონდა) ვიფიქრე მისი ქურთუკის ნაწილი მომედოთქო უცებ ცუდზე ვერ გავიფიქრე, ან რა უნდა მეფიქრა ბაბუის ტოლი კაცი იყო, ძლივს ამოვიდა.
დავიხედე და თურმე ჩემს ფეხზე უდევს ხელი, თავიდან კიდევ ვერ ვიჯერებდი. ვანიშნე რამდენჯერმე, არ გაწია ხელი. დავრწუმნდი მის განზრახვაში წამოვხტი გამატარეთქო, გამატარა და გასვლისას საჯდომზეც მომეფათურა.
ხმა ვერ ამოვიღე, არ ვიცოდი რა მექნა, რამდენიმე სალანძღავი სიტყვა ვუთხარი და უკან გადავჯექი. მთელი გზა დაჟინებით მიყურებდა.
ჩვენს უკან მჯდომმა ორმა ქალბატონმა მომაქცია ყურადღება (მადლობა მათ ამ ჯგუფში თუ არიან❤️) ბოლოს უნივერსიტეტთან ჩამოვედით ერთად და ბანკომატთან სხვა გოგოს გაეფათურა საჯდომზე.
ამას რატომ გიყვებით, არ მოგატყუოთ მოხუცის უცოდველმა შეხედულებამ, გააფრთხილეთ ბავშვები არ დაუჯდნენ არავის გვერდით იმიტომ რომ უკვე სავსეა ქალაქი პოტენციური მანიაკებით!
შეიძლება ფოტოს ატვირთვის უფლება არ მაქვს მაგრამ ყველა უნდა იცნობდეთ ამ არაკაცს!!”-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში .










