ხურვალეთში გარდაცვლილი ვალია ვანიშვილი დათა პაპას გარდაცვალების შესახებ საუბრობს. როგორც დათა პაპას მეუღლე ყვება, მას სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
„დავიღუპე შვილებო, დავრჩი მარტო. დავკრძალავთ სოფლის სასაფლაოზე, სადაც თავისი მშობლები, ძმები არიან. ზევითაა სასაფლაო. ორჯონიკიძის ან მოდიან ჩემი ძმები, ჩემი შვილი. აქედან ვერავინ მოდის. შეშა დააპო, არ იყო ცუდად. მახო რომ წავიდა, იჯავრა, ძალიან იჯავრა. გვჭირდება დახმარება პური, რაღაცები. პატარა სუფრა რომ გავუშალო. დღეს უნდოდა ჩემს გოგოს საავადმყოფოში წაყვანა. დავიბანე და მკითხა – სად უნდა წამიყვანოო. მერე მითხრა, შენი სახლიდან არსად წახვიდეო, ჩემი სახლები არ წამართვანო. შენი ფეჩის გვერძე დაჯექი და ქართველები დაგეხმარებიან, ეგენი მშიერს არ დაგტოვებენო“,- განაცხადა დათა ვანიშვილი მეუღლემ, ვალია ვანიშვილმა..
ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები, დათა პაპა გარდაიცვალა.
დათა ვანიშვილი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდა სადაც ოკუპანტენმა ე,წ საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართები გაავლეს, რის შედეგადაც მისი ეზო ორად გაიყო, თავად სახლი კი მავთულხლართებს მიღმა მოექცა.