დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხარაგაულში, ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. ჩინურ სამშენებლო კომპანია ჰუნანში 1 200-მდე ადამიანია დასაქმებული. ადგილზე აცხადებენ, რომ სამედიცინო კაბინეტში ყველა ადამიანის შემოწმება მიმდინარეობს და ამ დროისთვის საშიშროება არ არსებობს. მათივე თქმით, ვირუსის ნიშნები არც ჩინეთიდან დაბრუნებულ პირებს აღმოაჩნდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღესვე, ხარაგაულის მერს შეხვდნენ და შესაძლო საფრთხეები განიხილეს.
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი საკმაოდ სწორი სტრატეგია გაქვთ გათვლილი, ვის უნდა ენდოთ და ვინ გაიაზრებს თქვენს სამოქმედო გეგმას, ამიტომ, საქმიანი კავშირებიც სამომავლოდ უფრო მდგრადი და მოქნილი იქნება. კურო მოსალოდნელია გაუგებრობები...









