ქართველმა კლასიკოსმა გურამ დოჩანაშვილმა ბოლო რომანი, რომელზეც მუშაობდა, ვერ დაასრულა.
„ხელით ვწერ, კომპიუტერით ვერ წარმომიდგენია, საბეჭდით მე თვითონ ვბეჭდავ, რაღაც სხეულის ნაწილივით არის კალმისტარი.. იცით რა ძნელია მაგიდასთან მისვლა, შიშის გრძნობაც არის“, – ამბობს გიორგი კეკელიძესთან ბოლო ინტერვიუში დიდი ქართველი კლასიკოსი მწერალი.
დოჩანაშვილი დღეს 82 წლის ასაკში „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, გურამ დოჩანაშვილის ერთი თვის წინ გაცივდა. მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფილტვების პრობლემით კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.










