მოსმენების სკანდალის შესახებ – სუს-ის ხელმძღვანელმა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ ხმაურიან რეპორტაჟზე პირველი კომენტარი გააკეთა.
“მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელი არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანია იყოს”- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა :
,,იმდენი სისულელე, რაც თქვენმა ხელმძღვანელმა აკეთეს და ნაირ-ნაირი სცენარები შესთავაზეს ხალხს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება უფრო მეტად წაასტიმულირებს ამ უმსგავსობას. ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი? უსმენენ მას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის ინტერესებს.
ვინმემ გამოიყენა თქვენს წინააღმდეგ? მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანია იყოს – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მოსმენების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ კრიტიკული არხების ჟურნალისტები დაზარალებულად ცნო.










