თურქეთში გარდაცვლილი ქალის მეგობარი ყვება, რომ მკვლელობის დროს ქართველი თეონა თუაშვილი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც გარდაცვლილის მეგობარი „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, მოკლულს და მის მეუღლეს დაპირისპირება არავისთან ჰქონიათ, ამიტომ გაუგებარია რა მოხდა.
„22 მარტს დატრიალდა საშინელი ტრაგედია სტამბულში, გოგო მოკლეს სადისტურად ბინაში. იგი მაშინ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სახლში, მისი მეუღლეც არის დაჭრილი და იმყოფება საავადმყოფოში, არის უგონო მდგომრეობაში, გონს რომ მოვა, იმედია ყველაფერს მოყვება.
ცნობისთვის, თურქეთის ქალაქ სტამბულში ახალგაზრდა ქართველი ქალი თეონა თუაშვილი მოკლეს. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.










