ჟურნალისტი ელზა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 15-16 წლის გოგონებს, რომლებმაც საფრთხე იგრძნეს და პოლიციაში დასახმარებლად დარეკეს, პოლოციელებმა ჯიბეში ხელებჩაწყობილებმა საქმე გაურჩიეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი
Update : ჯიბეებში ხელჩაწყობილი პოლიციელები ქუჩურად ურჩევენ საქმეს ბავშვებს,მარტო იმიტომ, რომ მათ საფრთხე იგრძნეს და პოლიციაში დასახმარებლად დარეკეს. 15-16 წლის გოგონებს , სახედაფარული, გაურკვეველი პირი აედევნათ და მათთან საუბარს და მიახლოვებას ცდილობდა.პოლიციელებმა ბავშვები უარესად დააშინეს.
ბატონო პოლიციელებო, არასრულწლოვნები დახმარებისთვის რომ მოგმართავენ,ეიმედებით და თქვენგან დაცვა სჭირდებათ, რატომ ლანძღავთ ბავშვებს და რატომ უშლით,მათთვის საფრთხის დროს პოლიციაში დარეკვას?
ქუთაისში,ბოლო პერიოდში გახშირებული არასრულწლოვნების დაშინების ფაქტების შემდეგ, (იოლად რომ ვთქვათ) ბავშვებს პოლიციელებიც ერჩიან და 112 ზე დარეკვას უშლიან,მარტო იმიტომ,რომ ეზარებათ ადგილზე მისვლა და გადამოწმება, არის თუ არა საფრთხე რეალური თუ უბრალოდ,შეშინებულ პატარა გოგონებს მათი დახმარება სჭირდებათ!
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ლამის საქმე გაურჩიეს ბავშვებს, რატომ შეგეშინდათ,მასწავლებლებს რატომ უჯერებთ და რატომ რეკავთ 112 ზე, როცა საფრთხე არ არისო,ეგ ჭორიაო და ჭორი თუა რატომ დააკავეს ორი პიროვნება. თან ერთი პატარა გოგო ,დაეცა,შეშინებული რომ გარბოდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს არაფერი უკითხავთ ,მარტო გალანძღეს ბავშვები,გააფრთხილეს აღარ დარეკოთო და წავიდნენ.
ძაან მშრალად ვცდილობ ამ ფაქტის მოყოლას,მაგრამ იმაზე საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ ,ვიდრე,ალბათ წარმოვიდგენთ.” | წერს ელზა ჩუბინიძე